weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მანდარინის ექსპორტმა 26 775 ტონა შეადგინა

16:35 პარასკევი, 04 იანვარი 2019

3 იანვრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 26 775 ტონა შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას. გასულ წელს საქართველოდან 20 614 ტონა მანდარინი იყო ექსპორტირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ის ძირითადი ქვეყნებია, სადაც საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება. ციტრუსი ასევე გადის ყირგიზეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, უზბეკეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში.

„მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობას, დღეისთვის ის 9140 ტონას შეადგენს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 7949 ტონა იყო. 25 ნოემბრიდან მოქმედებს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კილო სამრეწველო მანდარინზე 10-თეთრიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის ოპერატიული გაცემის მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, გახსნილია და ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი. „ნარინჯისფერ რთველთან“ დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მიღება შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზეც (1501).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]